ublogesi blogi darchi chvenTan :*
                             


21 января 2010

rchvebi bichebs :P

1. არ ელოდოთ იმას, თუ როდის დაგირეკავთ, მობილური ორმხრივად მუშაობს
2. არ აქვს მნიშვნელობა მსუქნები ვართ თუ გამხდრები, გოგონების უმრავლესობა არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული, ამიტომ რაც შეიძლება ხშირად გვინდა კომპლიმენტების

მოსმენა
3. დაბადების დღე, ვალენტინობა და ის დღე როცა გავიცანით ერთმანეთი , მნიშვნელოვანი დღეებია ჩვენთვის ასე რომ ამ რამოდენიმე თარიღის დამახსოვრება აუცილებლად

მოგიწევთ
4. ზოგჯერ მაინც დაფიქრდით იმაზე, რომ ფეხბურთი რომელზეც ასე გიჟდებით და ამდენს ლაპარაკობთ, სულაც არ არის ჩვენთვის საინტერესო და მიმზიდველი
5. იცოდეთ სად, როდის და როგორ იხუმროთ.
6. ბიჭი იხდის ფულს ! ყოველთვის!
7. არც კი ეცადოთ ჩვენთან ყოფილზე ლაპარაკის დაწყებას, და არ აღნიშნოთ , რომ გოგოს რომელმაც გაიარა ძალიან მაგარი ფეხები ჰქონდა, თორემ ჩვენც შეგვიძლია

უსასრულოდ ვილაპარაკოთ რომელიმე ოცნების მამაკაცზე, რომელსაც ოდნავაც არ გავხართ!
8. ის რომ ნასვამები ხართ, არ ამართლებს არც ერთ თქვენს საქციელს
9. ზოგჯერ თქვენც შეგიძლიათ შოპინგზე გამოგვყვეთ, ჩვენ ხომ თქვენთვის ვცდილობთ რომ მუდამ ფორმაში ვიყოთ
10. თუკი ჩვენ რაიმე მნიშვნელოვანი დღე გვაქვს: პრეზენტაცია, სიტყვით გამოსვლა, თუ კონცერტი, არ აქვს მნიშვნელობა, გვინდა რომ ჩვენთან ერთად იყოთ
11. “მე შენ მიყვარხარ”- ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არასოდეს თქვათ ეს სიტყვები , თუკი ზუსტად ამას არ გულისხმობთ
12. იყავით ჩვენთან როცა ცუდად ვართ. თქვენი კოცნა, ჩახუტება, ღიმილი ეს ყველაფერი მართლა ძალიან გვჭირდება
13. ხშირად გამოხატეთ თქვენი გრძნობები და ემოციები (ოღონდ დადებითიsmile.gif )
14. არასოდეთ გვითხრათ თუნდაც უმნიშვნელო ტყუილი
15. თუკი რაიმეს დაგვპირდებით და შემდეგ ამ პირობას დაარღვევთ.....
16. ყოველ თვე ვიცით რომ გვაქვს დღეები როცა ცუდ ხასიათზე ვართ, მარტივად ვბრაზდებით, და ეცადეთ გაგვიგოთ. არ არის აუცილებებლი მაინცდამაინც ამ დროს დაიწყოთ

ჩხუბი
17. არ დაიწყოთ ჩვენი ოჯახის გაკრიტიკება
18. თუკი ჯერ კიდევ გაქვთ რაღაც გრძნობა მაინც ყოფილის მიმართ, ნუ ჩაგვაგდებთ უხერხულ სიტუაციაში
19. ეცადეთ ჩვენს შესახებ რაღაც დეტალებიც დაიმახსოვროთ. მაგალითად რა მუსიკას ვუსმენთ, რა სუნამო მოგვწონს, ჩვენი საყვარეი ფერები და ა.შ.
20. და ბოლოს უბრალოდ ეცადეთ შეგვიყვაროთ ისეთები როგორებიც ვართ, ანუ ნუ ეცდებით ჩვენს შეცვლას

Комментариев нет:

Отправить комментарий